1. ღორის ხორცი (შესაძლოა გამოიყენოთ ნებისმიერი ხორცი) დაჭერით პატარა ნაჭრებად და შეწვით მაღალ ცეცხლზე , ხშირი მორევით, ცოტა ზეთში.2. დაამატეთ დაჭრილი კარტოფილი. 10-15 წუთი გააჩერეთ მაღალ ცეცხლზე თან ხშირად ამოურიეთ.3. მოაყარეთ ზემოდან დაჭრილი ხახვი, ნიორი, მარილი და წიწაკა, დაახურეთ თავი, გააჩერეთ 5 წუთი და ამოურიეთ.4. როცა კარტოფილი შეიწვება, მოაწყვეთ ზემოდან რგოლებად დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ გახეხილი ყველი, დააფარეთ თავი და გააჩერეთ სანამ ყველი არ ჩადნება. მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და გემრიელად მიირთვით.