განსხვავებული ღვეზელები
განსხვავებული ღვეზელები
დრო 90წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

მოსასხმელად
  • ნახარში
  • სუნელები - გემოვნებით
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
  • ხორცი - 300 გრ
  • კარტოფილი - 3 ცალი
გულსართი
  • მარილი - 1/4 ჩკ
  • სოდა - 1 ჩკ
  • კეფირი - 500 მლ
  • მარგარინი - 120 გრ
  • ფქვილი - 3 - 3,5 ჭიქა
  • კვერცხის გული - 1 ცალი
  • რძე - 3 სკ
მომზადების წესები
1. ცომი: ფქვილს  შეურიეთ  გახეხილი  მარგარინი.  დაასხით  კეფირში  არეული  სოდა  და  მარილი.  მოზილეთ  ელასტიური  ცომი.

2. მოხარშეთ  საქონლის  ხორცი  ან  ქათმის  ფილე.  არ  გადაღვაროთ  ნახარში. ხორცი  დაჭერით  პატარა  კუბიკებად.

3. მოხარშეთ  კარტოფილი.  დაჭერით  პატარა  კუბიკებად.

4. შეურიეთ  ერთმანეთს  კარტოფილი  და  ხორცი,  შეაზავეთ  მარილით,  წიწაკით  და  თქვენთვის  სასურველი  სუნელებით.

5. მომზადება: გააბრტყელეთ  ცომი,  გამოჭერით  მრგვალი  ფორმები.  შუაში  ჩადეთ  მომზადებული  გულსართი  და  ცომის  გვერდები  ამოუკეცეთ  ისე  როგორც  სურათზეა  ნაჩვენები.  მომზადებული  ღვეზელები  მოათავსეთ  საცხობ  სინზე  ერთმანეთისგან  მოშორებით, წაუსვით  რძეში  გათქვეფილი  კვერცხი  და  შედგით   180  გრადუსზე  გახურებულ  ღუმელში.  ცხობის  ბოლოსკენ  თითოეულ  ღვეზელში  ჩაასხით  0,5  სკ  ნახარში, შედგით  ისევ  ღუმელში  და  დაასრულეთ  ცხობა.