მოხარშეთ საქონლის ან ფრინველის 1 კგ კუჭმაჭი, დაჭერით, მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ 2 სკ ცხიმი და მოშუშეთ თავისივე წვენში, დაუმატეთ 4 ც წვრილად დაჭრილი ხახვი და გააგრძელეთ მოშუშვა. 2 სკ ძმარში გახსენით დანაყილი 5 კბილი ნიორი, ორ-ორი ჩკ ხმელი ქინძი და ქონდარი,შავი პილპილი, წითელი წიწაკა და მარილი გემოვენბით. კუჭმაჭს შეურიეთ მომზადებული მასა და გააჩერეთ ცეცხლზე 5-10 წთ. სუფრაზე მიიტანეთ ცხლად. მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.