ცხელი კუჭმაჭი
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

უგემრიელესი, მეგრული  რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • კუჭმაჭი - 1 კგ
  • ცხიმი - 2 სკ
  • ხახვი - 3-4 თავი
  • ძმარი - 2 სკ
  • დანაყილი ნიორი - 5 კბილი
  • ხმელი ქინძი და ქონდარი - 2-2 ჩკ
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
მოხარშეთ საქონლის ან ფრინველის 1 კგ კუჭმაჭი, დაჭერით, მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ 2 სკ ცხიმი და მოშუშეთ თავისივე წვენში, დაუმატეთ 4 ც წვრილად დაჭრილი ხახვი და გააგრძელეთ მოშუშვა. 2 სკ ძმარში გახსენით დანაყილი 5 კბილი ნიორი, ორ-ორი ჩკ  ხმელი ქინძი და ქონდარი,შავი პილპილი, წითელი წიწაკა და მარილი გემოვენბით. კუჭმაჭს შეურიეთ მომზადებული მასა და გააჩერეთ ცეცხლზე 5-10 წთ. სუფრაზე მიიტანეთ ცხლად. მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.