ბოსტნეული ტაფაზე - სწრაფი და ეკონომიური
ბოსტნეული ტაფაზე - სწრაფი და ეკონომიური
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ფერადი  და  გემრიელი  საზაფხულო  კერძი

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 4 ცალი
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 3-4 კბილი
  • პომიდორი - 1 ცალი
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
  • ქინძი, ოხრახუში, რეჰანი
მომზადების წესები
1.  დაჭერით  ბადრიჯანი  კუბიკებად  და  შეწვით  კარგად  ზეთიან  ტაფაზე. მოაყარეთ  დაჭრილი  ბულგარული,  ნიორი  და  ერთად  შუშეთ  5-7  წუთი.

2.  დაჭერით  ხახვი  ალყა-ალყა,  წიწაკა  რგოლებად,  პომიდორს  გააცალეთ  კანი  და  დაჭერით  კუბიკებად, წვრილად  დაჭერით  ქინძი,  ოხრახუში,  რეჰანი  და  ყველაფერი  ერთად  ჩაამატეთ  შემწვარ  ბოსტნეულს.  უყავით  მარილი,  ამოურიეთ  და  გადმოდგით  5  წუთში.