უგემრიელესი თურქული ფახლავა მარტივად
უგემრიელესი თურქული ფახლავა მარტივად
დრო 120წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
რეცეპტი  მათთვის,  ვისაც  ამ  დესერტის  მომზადება  დიდ  სირთულედ  მიაჩნია

ინგრედიენტები

  • თბილი წყალი - 1 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა
სიროფი
  • დარიჩინი და მიხაკი - 1/2 ჩკ
  • შაქრის პუდრი - 1 ჭიქა
  • თხილი - 1 ჭიქა
გულსართი
  • კარაქი - 50 გრ
  • კვერცხი - 1 ჩ/კ
  • თბილი რძე - 1 ჭიქა
  • მარილი - 1/4 ჩკ
  • ფქვილი - 500 გრ
თავზე მოსასხმელად
  • 1 კვერცხის გული + 2 სკ წყალი
მომზადების წესები
1. ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, მარილი, დაუმატეთ თბილი რძე, კვერცხი, გამდნარი კარაქი და მოზილეთ ცომი. ერთგვაროვანი რომ გახდება გადმოიტანეთ დაფაზე და დაამუშავეთ ხელით კიდევ 10 წუთი. მოაყარეთ ცოტა ფქვილი და დატოვეტ ნახევარი საათი.

2. ცხელ წყალში ჩაყარეთ შაქარი, მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე და ნელ ცეცხლზე დატოვეთ 15 წუთი.

3. გულსართი - დაფქვილ თხილს შეურიეთ შაქრის პუდრი, ვანილი და დარიჩინი.

4. ცომი დაყავით კაკლისოდენა ბურთებად. გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ სათითაოდ გააბრტყელეთ თხლად, წაუსვით ზეთი, მოათავსეთ ნახევარ მხარეს თხილიანი მასა, გადაახვიეთ და ხელით შეჭუჭყნეთ გარმონისებურად.

5. მოათავსეთ რულეტები ცხიმწასმულ სინზე. თითოეულს წაუსვით კვერცხის გულში გახსნილი წყალი. შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთი, დაუწიეთ ტემპერატურას 160 გრადუსამდე, მოუსვით რულეტებს დამდნარი კარაქი და დაასრულეთ ცხობა.

6. გამომცხვარ ფახლავებს მოასხით მომზადებული სიროფი და გააჩერეთ 6 საათი.

გემრიელად მიირთვით!