1. ფენოვანი ცომის 1 ფირფიტა გააბრტყელეთ თხლად. ჩააფინეთ ცეცხლგამძლე, ღრმა ჭურჭელში ისე რომ გვერდები გადმოეფინოს, შემდეგ დაჭერით გვერდები ისე, როგორც სურათშია ნაჩვენები.2. მომზადებულ ცომს მოაფინეთ მოხარშული ხორცის ფარში, რომელსაც წინასწარ შეასუნელებთ სასურველი სუნელებით და მარილით. შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი ხახვი და უმი სოკო.3. შემოახვიეთ ცომის დაჭრილი გვერდები ჯვარედინად, წაუსვით რძეში გათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.გემრიელად მიირთვით!