უმარტივესი ფენოვანის რეცეპტი
დრო 120წთ
ულუფა 30
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

იხელმძღანელეთ  ჩვენი  რეცეპტით  და  გამოგივათ  ყველაზე  ფენოვანი  "ფენოვანი ხაჭაპური".

ინგრედიენტები

  • წყალი - 1 ლ
  • მარილი - 1/2 ჩკ
  • ფქვილი - რასაც შეიზელს
  • დარბილებული მარგარინი - 400 გრ
  • გახეხილი ყველი
მომზადების წესები
1.  1ლ  ცივ წყალში  გახსენით 1/2  ჩკ მარილი,  ჩააყარეთ  ფქვილი  და  მოზილეთ  მაგარი  ცომი.
დადეთ  ცომი 15  წუთი  და  შემდეგ  გააბრტყელეთ.  გაბრტყელებულ ცომს  წაუსვით  400 გრ  მარგარინი,  დაკეცეთ  კონვერტისებურად  და დატოვეთ  15  წუთი.

2.  ამის  შემდეგ  იგივე  წესით  ცომს აბრტყელებთ  და  კეცავთ კდევ  3-ჯერ,  აფარებთ  ცელოფანს  და შედგამთ  მაცივარში  1  სთ.

3.  ბოლოს  ცომს  გააბრტელებთ  და  დაჭრით   30  ნაჭრად.

4.  თითოეულ ნაჭრს  ჩაუდეთ  გახეხილი  ყველი, აკეცეთ  კონვერტისებურად  და  გაოაცხვეთ  220 გრადუსზე.
ტეგები:
ცომი ყველი ფქვილი ხაჭაპური ნანახია: 312366