ტარტი ყურძნით
ტარტი ყურძნით
დრო 120წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ცომისთვის
  • ფქვილი - 150-200 გ
  • მარგარინი - 125 გ
  • შაქარი - 1.5 ს.კ
  • ვანილი
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • ლიმონმჟავა - დანის წვერით
  • მარილი - დანის წვერით
  • კრემისთვის:
  • ფქვილი - 150 გ
  • შაქარი - 400 გ
  • რძე - 750 მლ
  • ლიმონის ცედრა
  • კვერცხი - 2
  • ვანილი
  • კარაქი - 150-200 გ
  • ნაღები 36 % - 150 მლ
  • ყურძნის მარცვლები, სხვადასხვა ფერის - 300 გ
მომზადების წესები
მარგარინი დავადნოთ, შევურიოთ შაქარი, კვერცხი, სოდა, ვანილი და ფქვილი.

მივიღებთ ნაზ ცომს, რომელიც ხელს არ ეკრობა.

თუ დააკლდა ფქვილი, ცოტა დავამატოთ.

ცომი მოვათავსოთ ტარტის ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ფქვილი, მარილი, რძე და შაქარი ავურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, თან გამუდმებით ვურიოთ. როდესაც კრემი შესქელდება და ადუღდება, 1 წუთი ვაცადოთ და გადმოვდგათ.

ცხელ კრემს შევათქვიფოთ კვერცხი, ხოლო როდესაც გაცივდება, დავუმატოთ ვანილი, ლიმონის ცედრა და კარაქი.

ცალკე გავთქვიფოთ ნაღები და შევურიოთ მოხარშულ, გამზადებულ კრემს. შემდეგ მოვათავსოთ ტარტში და მოვრთოთ ყურძნის მარცვლებით.