"პოლ რობსონი" დაუვიწყარი ნამცხვრის საუკეთესო რეცეპტი
დრო 120წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვანილი - 1 შეკვრა
  • ფქვილი - 5 ჭიქა
  • კაკაო - 3 სკ
  • სოდა - 2 ჩკ
  • მაწონი - 1 ქილა
  • შაქარი - 3 ჭიქა
  • კვერცხი - 5 ცალი
  • მარილი - 1/4 ჩკ
კრემი
  • კარაქი - 400 გრ
  • შესქელებული რძე - 2 ქილა
  • ვანილი
მომზადების წესები
1.  5  ცალი  კვერცხის  ცილა  ამოვიყვანოთ  ღრუბელივით, ნელ-ნელა  შევათქვიფოთ  3  ჭიქა  შაქარი,  5  კვერცხის  გული.  შემდეგ  ჩავასხათ   1  ქილა  მაწონში  ათქვეფილი  2  ჩკ  სოდა,  150  გრ  ამოყვანილი  კარაქი, 3  სკ  კაკაო,  ვანილი,  მარილი  და  5  ჭიქა  პურის  ფქვილი.  მიღებული  ცომი  გავყოთ  3  ნაწილად  და  გამოვაცხოთ  ცხიმწასმულ  საცხობ  ფორმაში  180 გრადუსზე  გახურებულ  ღუმელში.

2.  კრემი:  400 გრ  კარაქი  ამოვიყვანოთ  კარგად,  ნელ-ნელა  შევურიოთ  2  ქილა  შესქელებულ  რძე  და  ვანილი.

3.  მომზადება:  გაგრილებული ბისკვიტი  გავყოთ  2ად  ან  3ად.  თითოეულს  წავუსვათ  კრემი.  ზედა  ფენას  მოვაყაროთ  დახეხილი  შოკოლადი ან  მოვრთოთ  სურვლისამებრ.