დრო
120წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
რეცეპტი, რომლითაც მე თვითონ ვსარგებლობ და უამრავ კომპლიმენტს ვიღებ.
ინგრედიენტები
კრემი
- თხილი (მოხალული) - 1 ჭიქა
- ქიშმიში - 1 ჭიქა
- ფქვილი - 3,5 - 4 ჭიქა
- სოდა ძმრით - 1 ჩკ+1 ჩკ
- ვანილი - 1 შეკვრა
- კარაქი - 350 გრ
- შაქარი - 5 ჭიქა
- კვერცხი - 8 ცალი
- შესქელებული რძე - 2 ქილა
- ვანილი - 1 შეკვრა
- კონიაკი - 2 სკ
მომზადების წესები
1. 8 ცალი კვერცხის გული, 2 ჭიქა შაქარი და 350 გრ კარაქი კარგად ამოვიყვანოთ, ჩავამატოთ 1 ჩკ სოდა ძმრით, ვანილი და 3,5 - 4 ჭიქა ფქვილი. უნდა მივიღოთ რბილი ცომი. ცომი გავყოთ 3 ნაწილად და გავაბრტყელოთ ცხიმწასმულ ქაღალდებზე.
2. 8 ცალი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ ძალიან კარგად, ღრუბელივით რომ გახდება ნელ-ნელა ჩავაყაროთ 3 ჭიქა შაქარი. ბოლოს ჩავაყაროთ მოხალული, დაჭრილი თხილი, ქიშმიში და ვანილი. გავყოთ 3 ნაწილად და წავუსვათ გაბრტყელებული ცომის ფირფიტებს. გამოვაცხოთ 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
3. კრემი: 500 გრ კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, ნელ-ნელა შევურიოთ 2 ქილა შესქელებული რძე, 2 სკ კონიაკი და ვანილი.
4. მომზადება: გავყოთ კრემი ორ ნაწილად, წავუსვათ პირველ და მეორე ფენას, ხოლო ბოლო ფენას მოვაწუწოთ მინანქარი და მოვაყაროთ დაჭრილი თხილი და ქიშმიში.
გემრიელად მიირთვით!