1. დაჭერით ბადრიჯანი ფენებად და შეწვით ღუმელში.2. წვრილად დაჭერით მოხარშული კვერცხი, აურიეთ გახეხილ ყველში და ერბოში, შეურიეთ წვრილად დაჭრილი პიტნა.3. გადაახვიეთ მომზადებული გულსართი შემწვარ ბადრიჯნებში, ჩაალაგეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში მჭიდროდ, ძირში ჩაუდეთ ერბოს ნაჭერი, მოასხით გახეხილი პომიდორი და შედგით ღუმელში. 4. კარგად რომ შეიწვება, მოასხით მაწონში არეული გახეხილი კიტრი და ნიორი.გემრიელად მიირთვით!