1. წამოხარშეთ ბრინჯი და გადაუწურეთ წყალი.2. დაჭერით ხახვი, ნიორი, სტაფილო, პომიდორი, ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, მწვანე წიწაკა, შეურიეთ ბრინჯს და უყავით მარილი გემოვნებით.3. ბულგარულ წიწაკებს მოაჭერით ბოლოები, ამოავსეთ მომზადებული გულსართით, ჩააწყვეთ ქვაბში მჭიდროდ, მოასხით გახეხილი პომიდორი, ძირში ჩაუსხით ზეთი და თავდახურული ქვაბით დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, სანამ ყველაფერი კარგად არ მოიხარშება.გემრიელად მიირთვით!