მოხარშული ენა შევაგრილოთ, გადავაცალოთ აპკი და დავჭრათ თხელ ნაჭრებად. მწვანე ხახვი, კამა და კომბოსტო ავკეპოთ. წიწაკა გავრეცხოთ და დავჭრათ თხელ, მოგრძო ნაჭრებად. კიტრი დავჭრათ პატარა კუბებად. მაიონეზს შევურიოთ სანელებლები და ლიმონის წვენი. აღნიშნული ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთში და მოვასხათ მაიონეზი, გავაფორმოთ დაჭრილი პამიდვრის ნაჭრებით და წიწაკით.