1. შეურიეთ ფქვილს გამაფხვიერებელი, მარილი და ვანილი.2. კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, შეურიეთ დარბილებული კარაქი, შემდეგ არაჟანი და მომზადებული ფქვილით მოზილეთ ფუმფულა ცომი.3. ცომს მოაყარეთ ფქვილი ზემოდან, მიეცით ბურთის ფორმა და შედგით მაცივარში 2-3 საათით.4. დრო რომ გავა გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გააბრტყელეთ, გამოჭერით სასურველი ფორმები, დაალაგეთ ცხიმწასმულ საცხობ სინზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.გაგრილებულს მოაყარეთ შაქრის პუდრი.