ხორცსაკეპში გაატერეთ 500 გრ საქონლის ხორცი, 2 თავი ხახვი, 1 თავი მოზრდილი კარტოფილი, 4-5 კბილი ნიორი, 1 თავი წითელი ბულგარული წიწაკა, ქინძი, ოხრახუში, 2-3 ღერი რეჰანი, 3 ნაჭერი დამბალი პური, უყავით 2 სკ არაჟანი, კვერცხი, მარილი და კარგად გადაზილეთ. გააჩერეთ 30 წთ, შემდეგ გააკეთეთ ბურთები, ამოსვარეთ პურის ფქვილში ან საფანელში და დაიწყეთ კატლეტების შეწვა. შეწვა დაიწყეთ მაღალ ცეცხლზე, როცა ძირი მოიბრაწება მაშინ დაუწიეთ ცეცხლს და ასე დაასრულეთ მომზადება. გემრიელად მიირთვით!