როგორ უნდა გააკეთოთ უგემრიელესი, ფუმფულა კატლეტები?
როგორ უნდა გააკეთოთ უგემრიელესი, ფუმფულა კატლეტები?
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცი - 500 გრ
  • ხახვი - 2 თავი
  • კარტოფილი - 1 თავი
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
  • ნიორი - 4-5 კბილი
  • დამბალი პური - 3 ნაჭერი
  • კვერცხი - 1 ცალი
  • მარილი - გემოვნებით
  • მწვანილი ( ქინძი, ოხრახუში, რეჰანი)
  • ფქვილი ან საფანელი - ამოსავლებად
მომზადების წესები

ხორცსაკეპში  გაატერეთ  500  გრ  საქონლის  ხორცი, 2 თავი  ხახვი, 1 თავი მოზრდილი კარტოფილი, 4-5 კბილი  ნიორი,  1 თავი წითელი  ბულგარული  წიწაკა, ქინძი, ოხრახუში,  2-3  ღერი  რეჰანი,  3 ნაჭერი დამბალი პური, უყავით  2 სკ  არაჟანი, კვერცხი, მარილი  და  კარგად  გადაზილეთ.  
გააჩერეთ  30  წთ, შემდეგ გააკეთეთ ბურთები, ამოსვარეთ პურის ფქვილში ან საფანელში  და დაიწყეთ კატლეტების  შეწვა.
შეწვა  დაიწყეთ  მაღალ  პარზე, როცა  ძირი  მოიბრაწება  მაშინ  დაუწიეთ  ცეცხლს  და  ასე  დაასრულეთ  მომზადება.

გემრიელად  მიირთვით!