ყველაზე ეკონომიური და გემრიელი კრემი ტორტებისათვის
ყველაზე ეკონომიური და გემრიელი კრემი ტორტებისათვის
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ტორტს ყოველთვის ამ კრემით ვრთავ და ვერავის წარმოუდგენია, რომ შემადგენლობაში ასეთი მინიმალური ინგრედიენტებია.  მთავარია არ დაგეზაროთ კრემის მიქსერით დიდხანს თქვეფა.

ინგრედიენტები

  • შაქარი - 2 ჭიქა
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • ვანილი - 2 შეკვრა
  • მარილი - 1/2 ჩკ
  • კარაქი - 400 გრ
  • კონიაკი - 3 სკ
მომზადების წესები
1.  2 ჭიქა შაქარს შეურიეთ 1 ჭიქა ფქვილი, 1 შეკვრა ვანილი და 0,5 ჩკ მარილი. ნელ-ნელა  დაასხი 1 ლ მდუღარე წყალი, თან სწრაფად ურიეთ რათა არ გაიკეთოს კოლტები და შემოდგით საშუალო ცეცხლზე. ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუწიეთ პარს და დატოვეთ კრემის ფაფა ცეცხლზე 2-3 წუთი, ანუ სანამ ოქროსფერს არ გადაიკრავს. გადმოდგით და გააცივეთ.

2.  მიქსერით კარგად ამოიყვანეთ 400 გრ კარაქი, ჩაასხით 3 სკ კონიაკი.  ცალკე ამოიყვანეთ გაცივებული კრემის ფაფა და ნელ-ნელა შეურიეთ ამოყვანილ კარაქს, უყავით ვანილი და გააგრძელეთ მიქსერით თქვეფა სანამ კრემი ჰაეროვანი არ გახდება. 

გამოიყენეთ როგორც ტორტების ისე ნამცხვრების მოსართავად.