1. დაჭერით ქათმის ფილე კუბიკებად, მოაყარეთ მარილი და სასურველი სუნელები, გააჩერეთ 10-15 წუთი და შეწვით ცოტა ზეთში ტაფაზე.2. მოხარშეთ კარტოფილი მარილიან წყალში, გავცქვენით, დაჭერით კუბიკებად და შეურიეთ ქათმის ფილეს. მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში.3. არაჟანს შეათქვიფეთ კვერცხი, უყავით მარილი, შავი წიწაკა, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მოასხით ფილეს და კარტოფილს. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში სანამ არ მოიბრაწება.