"ოლივიე" განსხვავებულად
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 6-7 ცალი
  • სტაფილო - 2 ცალი
  • კიტრი - 2 ცალი
  • კვერცხი - 4 ცალი
  • ბარდა - 1 ქილა
  • მაიონეზი - გემოვნებით
  • მწვანე ხახვი და კამა - თითო კონა
  • მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
1. მოხარშული კარტოფილი დაჭერით პატარა კუბიკებად. კუბიკებადვე დაჭერით მოხარშული კვერცხი, ცოცხალი სტაფილო და ცოცხალი კიტრი (ოღონდ, კიტრს ამოაცალეთ გული). შეურიეთ ყველაფერი ერთმანეთს, დაამატეთ კონსერვირებული ბარდა, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა, მარილი, შავი წიწაკა, მაიონეზი, კვლავ კარგად ამოურიეთ, გააჩერეთ მაცივარში 1 საათი და გემრიელად მიირთვით.