უგემრიელესი ფუნთუშები ატმით
უგემრიელესი ფუნთუშები ატმით
დრო 45წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
მოამზადეთ სეზონის ყველაზე გემრიელი ფუნთუშები ჩვენი ფოტო ინსტრუქციის დახმარებით!

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 300 გრ
  • შაქარი - 30 გრ
  • გამაფხვიერებელი - 5 გრ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • კეფირი - 120 მლ
  • კარაქი - 20 გრ
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • მარილი - მწიკვი
გულსართი
  • ატამი - 3 ცალი
  • შაქარი - გემოვნებით
  • მანის ბურღული - 20 გრ
მომზადების წესები
1. მოვათავსოთ ჯამში შაქარი, ფქვილი და გამაფხვიერებელი, ჩავამატოთ ცალკე ათქვეფილი კეფირი და კვერცხი, გამდნარი კარაქი, მარილი, ვანილი და მოვზილოთ ფაფუკი ცომი.

2. დავჭრათ ატამი პატარა კუბიკებად, შევურიოთ შაქარი და მანი.

3. გავაბრტყელოთ ცომი, გამოვჭრათ ოვალური ფორმები, მოვათავსოთ ზედ გულსართი და ლამაზად შევუკრათ თავი.

4. მომზადებული ფუნთუშები დავაწყოთ საცხობ სინზე, თავზე მოვუსვათ რძეში ათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

გემრიელად მიირთვით!
ტეგები:
ცომი ფუნთუშა დესერტი ატამი ნანახია: 7407