ძმარი, ზეთი, წყალი და მარილი კარგად ავურიოთ. ცივი მარგარინი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე და ფქვილთან ერთად დანით ავკეპოთ. მივიღებთ ფხვიერ მასას. ნელ-ნელა ვასხათ მომზადებული სითხე და თან დანით ვკეპოთ. შემდეგ მოვზილოთ ცომი და გავაბრტყელოთ. გადავკეცოთ კონვერტივით და კვლავ გავაბრტყელოთ. ასე გავიმეოროთ 3-4-ჯერ და ცომი 20 წუთით მაცივარში მოვათავსოთ. ცომის 2/3 ნაწილი გავაბრტყელოთ და ფორმაში მოვათავსოთ, გავუკეთოთ გვერდები და ჩანგლით დავჩხვლიტოთ. ზედ გადავანაწილოთ ვაშლი, მოვაყაროთ ვანილი და შაქარი. დანარჩენი ცომი გავაბრტყელოთ, თხელ ზოლებად დავჭრათ და ბადესავით გადავაფინოთ ღვეზელს. გამოვაცხოთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში. მზა ნამცხვარს მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.ამგვარი ცომი შეგვიძლია დიდი რაოდენობით მოვამზადოთ და რამდენიმე დღით მაცივარში შევინახოთ ან თხლად გაბრტყელებული გავყინოთ. ვანილის ნაცვლად ვაშლს შეგვიძლია დავუმატოთ ცოტა მიხაკი, დარიჩინი ან ლიმონის ცედრა.