კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ მიქსერით, ჩაამატეთ 1 ქილა მაწონი 1 ჩკ სოდით, შემდეგ გამდნარი კარაქი, ვანილი, მარილი, ფქვილი, ქიშმიში, დაჭრილი თხილი ან ნიგოზი და მიღებული ცომი მოათავსეთ ცხიმწასმულ კექსის ფორმაში. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ სანამ არ გამოშრება. გემრიელად მიირთვით!