"ცეზარი" - შებოლილი სულგუნით
+ N/A
"ცეზარი" - შებოლილი სულგუნით
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სალათის ფოთოლი - 1 კონა
  • ქათმის ფილე - 200 გრ
  • მწვანე ხახვი - 3-4 ღერი
  • შებოლილი სულგუნი - 20 გრ
  • ზეითუნის ზეთი - 2 სკ
  • ლიმონის წვენი - 2 სკ
  • ორცხობილა - 20 გრ
  • მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
1. მოაყარეთ ქათმის ფილეს მარილი და შავი წიწაკა, ამოსვარეთ  ზეთში, გააჩერეთ  10-15 წუთი და შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან.

2. დატეხეთ კარგად გარეცხილი და გამშრალებული სალათის ფოთლები, დაჭერით მწვანე ხახვი, დახეხეთ შებოლილი სულგუნი, მოათავსეთ ყველაფერი ერთ ჯამში, ჩაამატეთ მარილიანი ორცხობილები, მოასხით ზეითუნის ზეთი ან მაიონეზი, ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი, შავი წიწაკა, კარგად ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით.