გათლილი და კურკაგამოცლილი ატამი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, მოვათავსოთ ემალის ჯამში, დავაყაროთ 2 ჭიქა შაქარი, დავაფაროთ თავი და გავაჩეროთ 3-4 საათი. შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე. როცა დუღილს დაიწყებს, დავასხათ ცხელი წყალი, დავაყაროთ დარჩენილი შაქარი და ვხარშოთ ვიდრე მზად არ იქნება.