. რძე დადგით დაბალ ცეცხლზე. თბილ რძეში ჩაყარეთ სულგუნის წვრილად დაჭრილი ნაჭრები და ურიეთ ხის კოვზით. . როგორც კი ყველი გახდება წელვადი, მაშინვე ამოიღეთ, გააბრტყელეთ ხელით და ეცადეთ მისცეთ ოთხკუთხედი ფორმა. . გაბრტყელებული ყველის ფირფიტის მთელ ზედაპირს გადაუსვით წვრილად დაჭრილი ან დანაყiლი პიტნის, წიწაკის და მარილის ნაზავი. გადაახვიეთ რულეტად და მოათავსეთ მარილიან წყალში ( 0.5 ლ წყალზე 3 ს.კ მარილი). . ცალკე მოამზადეთ გებჟალიის სოუსი. ამისათვის აიღეთ 100 გრ. რძე, რომელშიც მომზადდა ყველი, დაუმატეთ არაჟანი და ნადუღი, ყველაფერი ეს დააბლენდერეთ. სოუსს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ან დანაყiლი პიტნა, წიწაკა და მარილი. . გებჟალიის რულეტი დაჭერით ნაჭრებად და მოათავსეთ მომზადებულ სოუსში.