"ტირამისუ" - დაუვიწყარი ტორტი
"ტირამისუ" - დაუვიწყარი ტორტი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 4 ცალი
  • შაქარი - 100 გრ
  • სახამებელი - 100 გრ
  • გამდნარი კარაქი - 25 გრ
  • ფქვილი - 25 გრ
კრემი
  • მასკარპონე - 400 გრ
  • ნაღები - 400 გრ
  • შაქრის პუდრი - 60 გრ
  • შავი შოკოლადი - 100 გრ
დასანამად
  • მაგარი ყავა - 150 მლ
  • კონიაკი ან ლიქიორი - 2 სკ
  • კაკაო მოსართავად
მომზადების წესები
ფქვილი და სახამებელი გავცრათ. შაქარი და კვერცხები კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, ისე რომ მოცულობაში გასამმაგდეს. ფრთხილად შევურიოთ ფქვილი, მიქსერის გარეშე. შემდეგ შევურიოთ გამდნარი კარაქი.
20-22 სმ დიამეტრის ფორმას ჩავაფინოთ ძირში ქაღალდი და ჩავასხათ ცომი. ფორმას გვერდებზე ცხიმს ნუ წავუსვამთ.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი. ფერის მიხედვით მივხვდებით მზად არის თუ არა.
ბისკვიტი ბოლომდე გავაციოთ და გავჭრათ სამ ფენად.

ყავა და ლიქიორი შევურიოთ ერთმანეთს. შოკოლადი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. მასკარპონე შაქრის პუდრასთან ერთად ავთქვიფოთ. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები გასქელებამდე და შევურიოთ მასკარპონეს.

დავიწყოთ ტორტის აწყობა. თითოეული ფენა დავნამოთ ყავით და წავუსვათ კრემი. პირველ და მეორე ფენას, კრემის ზემოდან შოკოლადიც მოვაყაროთ. მესამე ფენას ტორტის გვერდებს ასწვე წავუსვათ კრემი. მაგრამ შოკოლადი მხოლოდ გვერდებზე მოვაყაროთ (შეგვიძლია სხვაგვარადაც მოვრთოთ). სასურველია, რომ ტორტი მაცივარში მთელი ღამით გავაჩეროთ. შემდეგ საცერის დახმარებით ზემოდან კაკაო მოვაფრქვიოთ.