კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ კვერცხის გულები, თაფლი და კვლავ ავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ გაცრილი ფქვილი, ვანილი და გამაფხვიერებელი.ცილისგან მოვამზადოთ ბეზე და ფრთხილად შევურიოთ ცომს.ფორმას ჩავუფინოთ ქაღალდი, გადავიტანოთ ცომი. ზემოდან დავალაგოთ ხილის ნაჭრები. შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი სასურველი ხილი: ვაშლი, გარგარი, ატამი, ქლიავი, კენკრა და ა.შ.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი