გუფთები პიკანტურ სოუსში
გუფთები პიკანტურ სოუსში
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის ფარში - 500 გრ
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • ქინძი და ოხრახუში - 7-7 ღერი
  • უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი - გემოვნებით
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
სოუსი
  • პომიდორი - 5-6 ცალი
  • ხახვი - 2 თავი
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
1. გაატერეთ ხორცსაკეპში ხორცი, ხახვი, ნიორი, ქინძი, ოხრახუში, უყავით მარილი, წიწაკა, ცოტა უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი, შეაზილეთ ერთი ცალი კვერცხი და გააჩერეთ 15 წუთი.

2. მომზადებული ფარშით გააკეთეთ ბურთები, ამოსვარეთ ფქვილში და შეწვით ზეთიან ტაფაზე. 

3. ტაფაზე მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, ნიორი, ჩაამატეთ გახეხილი პომიდორი, უყავით მარილი, წიწაკა, რომ შესქელდება ჩაალაგეთ წვენში გუფთები, დააფარეთ თავი, ერთხელ კარგად წამოადუღეთ და გადმოდგით. (შეგიძლიათ დაამატოთ ცალკე მოხარშული კარტოფილი)

4. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.
ტეგები:
ფარში ხორცი მწვანილი სადილი ნანახია: 39053