უგემრიელესი დესერტი ჟელატინით
უგემრიელესი დესერტი ჟელატინით
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ჟელატინი - 25 გრ
  • ხაჭო - 600 გრ
  • ნაღები - 200 გრ
  • თეთრი შოკოლადი - 100 გრ
  • შავი შოკოლადი - 100 გრ
  • შაქარი - 6 სკ
მომზადების წესები
1. გახსენით ჟელატინი 150 მლ მდუღარე წყალში, გააჩერეთ 30-40 წუთი, შემდეგ შემოდგით, ნელ ცეცხლზე, თან ურიეთ მომზადებამდე.

2. გაადნეთ თეთრი და შავი შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე ცალ-ცალკე ჭურჭელში, თითოეულში ჩაამატეთ 300 გრ ხაჭო, 100 მლ ნაღები, 75 გრ ჟელატინი, 3 სკ შაქარი და  ათქვიფეთ ბლენდერით კარგად.

3. ლამაზ ფორმაში ფენე-ფენა ჩაასხით ორივე მასა და შედგით მაცივარში 2-3 საათი. გამოიღეთ მაცივრიდან, ამოატრიალეთ თეფშზე, მოაყარეთ თავზე გახეხილი შოკოლადი და გემრიელად მიირთვით.
ტეგები:
ხაჭო ნაღები შოკოლადი ჟელატინი ნანახია: 18082