1. ბადრიჯანი გაჭერით შუაზე, არ მოაჭრათ ყუნწი, მოაყარეთ მარილი, მოასხით ზეთი და შეწვით ღუმელში.2. მოხარშეთ ბრინჯი, კარგად დაწურეთ.3. მოშუშეთ ხახვი ზეთში, უყავით ცოტა ტომატის პასტა, ნიორი, ჩაამატეთ მოხარშული ბრინჯი, დაჭრილი ოხრახუში, მარილი, წიწაკა, კარგად ამოურიეთ და გადმოდგით. 4. დააწყვეთ შემწვარი ბადრიჯნები საცხობ სინზე, ზემოდან მოათავსეთ მომზადებული გულსართი, მოაწყვეთ რგოლებად დაჭრილი პომიდორი და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი.