ტორტი სუფლეს კრემით
ტორტი სუფლეს კრემით
დრო 240წთ
ულუფა 12
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბისკვიტისთვის
  • კვერცხი - 8
  • შაქარი - 8 ს.კ
  • ფქვილი - 8 ს.კ
  • ვანილის შაქარი - 10 გ
  • ალუბლის მურაბის წვენი - 1/3 ჭ
  • ალუბლის ლიქიორი - 2/3 ჭ
  • სუფლესთვის
  • კვერცხის ცილა - 2
  • შაქარი - 2-3 ს.კ
  • ალუბლის ლიქიორი - 1 ს.კ
  • ცივი წყალი - 1/2 ჭ
  • ალუბლის მურაბის წვენი - 2 ს.კ
  • კარაქი - 2 ს.კ
  • ჟელატინი - 3 ს.კ
  • კრემისთვის:
  • დაბალპროცენტიანი ნაღები ან რძე - 1.5 ჭ
  • სახამებელი - 4 ჩ.კ
  • შაქარი - 1/2 ჭ
  • კვერცხის გული - 1
  • დარბილებული კარაქი - 100-150 გ
  • ვანილი
მომზადების წესები
ჟელატინი დავალბოთ წყალში 40 წუთით.

კვერცხის ცილითა და შაქრით გავთქვიფოთ მკვრივი ბეზეს მასა, ნელ-ნელა ვამატოთ კვერცხის გულები, ფქვილი, ვანილი, მოვათავსოთ 25 სმ. დიამეტრის ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. როცა ბისკვიტი გამოცხვება, გამოვიღოთ და შევაგრილოთ.

2 ცალი კვერცხის ცილა და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, შევურიოთ მურაბის წვენი და ლიქიორი. გავადნოთ ჟელატინი (არ უნდა წამოდუღდეს!) და შევურიოთ ცილის მასას. ჟელატინიანი ცილა როცა გაცივდება და შემაგრდება, შევთქვიფოთ კარაქიც.

სქლეძირიან ქვაბში ავურიოთ რძე, სახამებელი, შაქარი და მოვხარშოთ კრემი, შევათქვიფოთ კვერცხის გულები, ვანილი და გაგრილებულს დავამატოთ კარაქი.

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ალუბლის მურაბის წვენისა და ლიქიორის ნარევით, წავუსვათ კრემი და დავაფაროთ მეორე ფენა, ზემოდან და ირგვლივ წავუსვათ სუფლე, მოვრთოთ დამდნარი შოკოლადითა და შაქრის მძივებით.