1. 16 კვერცხის ცილა ავთქვიფოდ, სანამ კარგად არ გათეთრდება, ნელ-ნელა ჩავაყაროთ 16 ს/კ შაქარი, 16 კვერცხის გული, 16 ს/კ ფქვილი, 3 ს/კ თაფლი, 1 ჩ/კ სოდა გახსნილი 2ს/კ ძმარში, ვანილი და 3 ს/კ კაკაოს ფხვნილი. არ დაგავიწყდეთ, ყველაფერი უნდა ჩაყაროთ თანმიმდევრულად და ძალიან ნელა, თან არ შეწყვიტოთ თქვეფა.2. მიღებული მასა გავყოთ 4 ნაწილად და გამოვაცხოთ ცხიმწასმულ, მოზრდილ ფორმაში, 175 გრადუსსზე.3. კრემი: 400 გრ კარაქი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით და ნაწილ-ნაწილ შევურიოთ 2 ქილა მოხარშული, შესქელებული რძე და 2 ვანილი. გავყოთ კრემი 2 ნაწილად და ერთში ჩავამატოთ 3 სკ კაკაო.4. ფირფიტები კარგად რომ გაცივდება, წავუსვათ თითოეულს ღია ფერის კრემი, ხოლო გვერდები მოვრთოთ კაკაოს კრემით.გემრიელად მიირთვით!