ღორის ხორცი წითელ ღვინოში
ღორის ხორცი წითელ ღვინოში
დრო 120წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
თუკი ხორცი ასე არასოდეს მოგიმზადებიათ უცილებლად სცადეთ!

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი - 1 კგ
  • წითელი ღვინო - 500 მლ
  • სუნელები და მარილი - გემოვნებით
  • სიმინდის ზეთი - 50 მლ
  • კარაქი - 30 გრ
მომზადების წესები
1. შეურიეთ ღვინოში ხმელი ქინძი, შვი წიწაკა და მარილი. მოათავსეთ ღორის ხორცი მომზადებულ მარინადში და გააჩერეთ 40 წუთი. არ გადაღვაროთ მარინადი.

2. ტაფაზე გააცხელეთ მზესუმზირის ზეთი და კარაქი, შეწვით ღორის ხორცი ორივე მხრიდან.

3. შემდეგ მოათავსეთ ხორცი ღრმა ჭურჭელში ცხიმთან ერთად, ზემოდან მოასხით მარინადი და შედგით 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათი.

გემრიელად მიირთვით!
ტეგები:
ხორცი ღვინო სუნელები ნანახია: 9581