გაასუფთავეთ და დაჭერით სტაფილო, ხახვი, კარტოფილი და ნიახური. ქვაბში გაადნეთ კარაქი და მოხრაკეთ ხახვი. დაამატეთ დაჭრილი ბოსტნეული. ქვაბში ჩაასხით 1 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ მარილი, პილპილი და ადუღეთ 12 წთ. შემდეგ ათქვიფეთ ხელით ან ბლენდერით. ფრთხილად ჩაამატეთ არაჟანი, მოაყარეთ დაჭრილი კამა. სუფრაზე მიტანის წინ ჩააგდეთ ცოტაოდენი კარაქი.