სტაფილოს სასარგებლო წვნიანი
სტაფილოს სასარგებლო წვნიანი
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
  • წყალი - 1 ლ
  • ხახვი - 2-3 თავი
  • ნიახური - 1 ძირი
  • კარტოფილი - 2 მოზრდილი
  • სტაფილო - 400 გრ
  • არაჟანი - გემოვნებით
  • კარაქი - 50-60 გრ
მომზადების წესები
გაასუფთავეთ და დაჭერით სტაფილო, ხახვი, კარტოფილი და ნიახური.

ქვაბში გაადნეთ კარაქი და მოხრაკეთ ხახვი. დაამატეთ დაჭრილი ბოსტნეული. ქვაბში ჩაასხით 1 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ მარილი, პილპილი და ადუღეთ 12 წთ. შემდეგ ათქვიფეთ ხელით ან ბლენდერით. ფრთხილად ჩაამატეთ არაჟანი, მოაყარეთ დაჭრილი კამა. სუფრაზე მიტანის წინ ჩააგდეთ ცოტაოდენი კარაქი.