უგემრიელესი იტალიური სალათა
უგემრიელესი იტალიური სალათა
დრო 10წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
დაბალკალორიული სალათა ბევრი ვიტამინით.

ინგრედიენტები

  • სალათის ფოთოლი - 1 შეკვრა
  • ქათმის ფილე - 400 გრ
  • პომიდორი - 4 ცალი
  • ხახვი - 2 ცალი
  • ნაკლებმარილიანი ყველი - 200 გრ
  • ბაზილიკი - 8 ფოთოლი
  • კვერცხი - 2 ცალი
  • ზეთი - 70 მლ
  • 1 ლიმონის წვენი
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
შეურიეთ ერთმანეთს ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მწიკვი დაფქული წიწაკა და მარილი, შესაძლებელია ხმელი იტალიური სუნელების დამატებაც გემოვნების მიხედვით. ლიმონის წვენის ნაცვლად შესაძლებელია ბალზამიკოს გამოყენებაც.

საშუალო ზომის ჭურჭელში დააფინეთ დაჭრილი სალათის ფურცლები, პომიდორი, ნახევარმთვარისებურად დაჭრილი ხახვი, მოხარშული ქათმის ფილე და კვერცხი,კუბებად დაჭრილი კიტრი, ოთხკუთხედ, პატარა ნაჭრებად დაჭრილი  ყველი,  დაკეპილი ბაზილიკი, მოაყარეთ შავი წიწაკა და მარილი, მოასხით ზემოდან  მომზადებული ზეთი და კარგად ამოურიეთ.

გემრიელად მიირთვით!