შეურიეთ ერთმანეთს ხორცის ფარში, რძე, საფანელი, კვერცხი, ორეგანო, მარილი, წიწაკა, ოხრახუში, ყველი "პარმეზანი", ნიორი, დაისველეთ ხელები და მიღებული მასით გააკეთეთ პატარა ბურთები.ტაფაზე, ზეთში მოშუშეთ ხახვი, ნიორი, პომიდორი, უყავით მარილი, წიწაკა, უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი. დაუწიეთ პარს და ჩაალაგეთ ამ სოუსში მომზადებული გუფთები. დააფარეთ თავზე და დატოვეთ სანამ ხორცი არ მომზადდება. დროდადრო ფრთხილად გადაატრიალეთ გუფთები.გემრიელად მიირთვით!