გუფთები იტალიურად
გუფთები იტალიურად
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფარში - 500 გრ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • რძე - 50 მლ
  • გახეხილი ყველი პარმეზანი - 50 გრ
  • ორეგანო - გემოვნებით
  • ოხრახუში - 6-7 ღერი
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
  • ნიორი - 2-3 კბილი
სოუსი
  • ხახვი - 2 თავი
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • პომიდორი - 4-5 ცალი
  • უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი - გემოვნებით
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
შეურიეთ ერთმანეთს ხორცის ფარში, რძე, საფანელი, კვერცხი, ორეგანო, მარილი, წიწაკა, ოხრახუში, ყველი "პარმეზანი", ნიორი, დაისველეთ ხელები და მიღებული მასით გააკეთეთ პატარა ბურთები.

ტაფაზე, ზეთში მოშუშეთ ხახვი, ნიორი, პომიდორი, უყავით მარილი, წიწაკა, უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი. დაუწიეთ პარს და ჩაალაგეთ ამ სოუსში მომზადებული გუფთები. დააფარეთ თავზე და დატოვეთ სანამ ხორცი არ მომზადდება. დროდადრო ფრთხილად გადაატრიალეთ გუფთები.

გემრიელად მიირთვით!