1. თბილ რძეში ჩაყარეთ საფუარი, მარილი, შაქარი და დადგით 10 წუთი. მოათავსეთ ფქვილი ჯამში და მომზადებული საფუვრიტ მოზილეთ ცომი. ბოლოს დააბურტავეთ ზეთიანი ხელებით, შეფუთეთ ჯამი და დადგით ასაფუებლად.2. გულსართი: გააცხელთ 2 სკ ზეთი ტაფაზე, დააყარეთ ზედ კუბიკებად დაჭრილი საქონლის ხორცი და ხშირი მორევით მოშუშეთ 5 წუთი. ცალკე ტაფაზე გააცხელეთ დარჩენილი ზეთი და მოშუშეთ ზედ ხახვი და ნიორი, 5 წუთის შემდეგ დაამატეთ ტომატის პასტა, ძალიან წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ორეგანო, დაფქული წითელი წიწაკა, მარილი, ამოურიეთ და გააჩერეთ 2 წუთი, შემდეგ შეურიეთ მომზადებული ხორცი, პომიდორი და 60 მლ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე , დაუწიეთ პარს და დატოვეთ ცეცხლზე დაახლოებით 50 წთ. თუ საჭიროდ ჩათვლით, დაამატეთ მარილი და წიწაკა. გადმოდგით და გააგრილეთ. 3. მომზადება: გაყავით ცომი 8 ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ ოვალურად. შუაში მოათავსეთ გახეხილი ყველი და მომზადებული გულსართის მერვედი ნაწილი. ამოუკეცეთ გვერდები ლამაზად, წაუსვით ცომს გარედან რძეში ათქვეფილი კვერცხი, მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ სინზე და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.