ლაზანია მარტივად
ლაზანია მარტივად
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის ფარში - 500 გრ
  • სოკო - 500 გრ
  • ხახვი - 2 ცალი
  • რძე - 1 ლ
  • ფქვილი - 1 სკ
  • მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
1. ტაფაზე მოშუშეთ სოკო და ხახვი.

2. ხორცის ფარში შეაზავეთ მარილით და წიწაკით.

3. საცხობ ფორმაში ფენა-ფენა ჩაალაგეთ ლავაში, ფარში, ლავაში და სოკო, სანამ ინგრედიენტები არ გაგითავდებათ.

4. გახსენით რძეში 1 სკ ფქვილი, მარილი, შემოდგით საშუალი ცეცხლზე და მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით და მოასხით თანაბრად გამზადებულ ლაზანიაზე.

5. მოაყარეთ თავზე გახეხილი ყველი და შეწვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
ტეგები:
ფარში სოკო ლავაში ნანახია: 16910