უგემრიელესი " პეჩენიები"
უგემრიელესი " პეჩენიები"
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 3,5 ჭიქა
  • საფუარი - 20 გრ
  • მარილი - 1/2 ჩკ
  • შაქარი - 1სკ და ცომზე მოსაყრელად
  • წყალი - 1,5 ჭიქა
  • ზეთი - 1 ჭიქა
  • ვანილი - 1 შეკვრა
მომზადების წესები
ემალის ჭურჭელში ჩავყაროთ 1,5 ჭიქა შაქარი და ჩავასხათ წინასწარ წყალში გახსნილი საფუარი, დავუმატოთ მარილი, შაქარი, ვანილი და ყველაფერი კარგად შევურიოთ ერთმანეთს. მოვზილოთ ცომი თბილი წყლით. როცა ცომი ერთგვაროვანი გახდება შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე 5 წუთი. გადმოვდგათ და დავუმატოთ კიდევ 2 ჭიქა ფქვილი და ზეთი. ცომი უნდა ვზილოთ სანამ ელასტიური გახდება.

მზა ცომი გავაბრტყელოთ დაახლოებით 5 მმ სისქეზე, მოვაყაროთ შაქარი, გადავკეცოთ ორად, კვლავ მოვაყაროთ შაქარი,ისევ გადავკეცოთ, გავაბრტყელოთ და გავიმეოროთ ეს პროცედურა კიდევ ერთხელ. ბოლოს ცომი გავაბრტყელოთ 1,5 სმ სისქეზე, ზემოდან გადავუსვათ მცენარეული ზეთი და მივცეთ სასურველი ფორმები. დავაწყოთ საცხობ სინზე, გავაჩეროთ ნახევარი საათი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.
ტეგები:
შაქარი ფქვილი პეჩენია ნანახია: 25146