ზღაპრული ვაშლის ნამცხვარი
ზღაპრული ვაშლის ნამცხვარი
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვაშლი - 3 ცალი
  • ლიმონის წვენი - 4 სკ
  • კარაქი - 150 გრ
  • შაქარი - 150 გრ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • ფქვილი - 200 -250 გრ
  • სოდა ძმრით - 1 ჩკ+ 2 ჩკ
  • რძე - 100 მლ
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • კონიაკი ან ლიქიორი - 2 სკ
  • ლიმონის ცედრა - 1 სკ
მომზადების წესები
1. გათალეთ და თხლად დაჭერით ვაშლი, მოასხით ლიმონის წვენი და დადგით.

2. მიქსერით ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, სათითაოდ ჩაამატეთ კვერცხი და თქვიფეთ სანამ კრემისებურ მასას არ მიიღებთ. ჩაასხით რძე, ლიქიორი, უყავით სოდა ძმრით, ვანილი, მარილი, ლიმონის ცედრა და ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთს. ნაწილ-ნაწილ ჩაამატეთ ფქვილი და მიღებული მასა ჩადეთ ცხიმწასმულ ფორმაში.

3. მომზადებული ვაშლი ამოსვარეთ შაქარში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.

4. გაგრილებულს მოაყარეთ შაქრის პუდრი
ტეგები:
ნამცხვარი ვაშლი დესერტი ნანახია: 11559