"პარმეჯიანა" უგემრიელესი იტალიური კერძი
+ N/A
"პარმეჯიანა" უგემრიელესი იტალიური კერძი
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 2 ცალი
  • უმარილო ყველი ან სულგუნი - 200 გრ
  • საფანელი - 2 სკ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • პომიდორი - 3-4 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • ოხრახუში - 6-7 ღერი
  • ბაზილიკი ან რეჰანი - 1-2 ღერი
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
1. გარეცხილ ბადრიჯნებს მოაჭერით ყუნწი, დაჭერით თხლად სიგრძეზე. შეწვით ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

2. იგივე ტაფაზე მოშუშეთ თხლად დაჭრილი ხახვი, ნიორი, გახეხილი პომიდორი. უყავით მარილი, წიწაკა და დაჭრილი მწვანილები.

3. შეურიეთ ერთმანეთს გახეხილი ყველი, პურის საფნელი, კვერცხი, მარილი და შავი წიწაკა.

4. მომზადება: შემწვარ ბადრიჯნებში გადაახვიეთ 1 სკ მომზადებული ყველის გულსართი, ჩაალაგეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, მოასხით პომიდვრის სოუსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში სანამ თავი მოებრაწება.

გემრიელად მიირთვით!