დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად საქონლის ცხიმიანი ხორცი. მოხარშეთ კარგად. ცალკე ქვაბში გადმოიღეთ ცოტა ნახარში, ჩაყარეთ შიგ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, დააფარეთ თავი და ნელ ცეცხლზე კარგად მოშუშეთ. წვენს რომ შეიშრობს ჩაყარეთ მოხარშული ხორცი და გააგრძელეთ შუშვა სანამ ხორცი ოდნავ ფერს არ შეიცვლის. შემდეგ უნდა დაასხათ დარჩენილი ნახარში, ისე რომ ხორცს ოდნავ შემოადგეს, წამოადუღეთ, ჩაყარეთ პომიდორი მთელ-მთელად, ნიორი, უყავით მარილი, წითელი წიწაკა, დააფარეთ კვლავ თავი და 10 წუთის დუღილის შემდეგ გამორთეთ. გემრიელად მიირთვით!