რაფაელო - ტორტი დაუვიწყარი გემოთი
რაფაელო - ტორტი დაუვიწყარი გემოთი
დრო 120წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ვერც კი წარმოიდგენთ, რომ ეს გემო ასეთი მარტივი ინგრედიენტების შერწყმით მიიღება

ინგრედიენტები

  • კვერცხის გული - 7 ცალი
  • შაქარი - 1,5 ჭიქა
  • არაჟანი - 200 გრ
  • ფქვილი - 2,5 ჭიქა
  • სოდა ძმრით - 1+1
ბეზე
  • კვერცხის ცილა - 7 ცალი
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • სახამებელი - 4 სკ
  • ვანილი - 1 შეკვრა
კრემი
  • ფქვილი - 0,5 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • წყალი, მდუღარე - 0,5 ლ
  • კარაქი - 400 გრ
  • შესქელებული რძე - 1 ქილა
  • არაჟანი - 4 სკ
  • ვანილი - 1 შეკვრა
მოსართავად
  • ქოქოსის ფანტელი
მომზადების წესები

1. 7 ცალი კვერცხის გული და 1,5 ჭიქა შაქარი კარგად ამოვიყვანოთ, დავუმატოთ 200 გრ არაჟანი, 1ჩ/კ სოდა ძმრით, 2,5 ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მიღებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად და თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ ცხიმწასმულ, მოზრდილი ზომის ფორმაზე.
2. 7 კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ, ისე რომ ჯამის გადმოტრიალებისას არ მოშორდეს ჯამის კედლებს, ნელნელა ჩავაყაროთ 2 ჭიქა შაქარი, 4 ს/კ სახამებელი, ვანილი და გავყოთ 2 ნაწილად.

3. თითოეული ნაწილი წავუსვათ ფორმებში გაბრტყელებულ ცომს და დამოვაცხოთ 150 გრადუსზე.

4. მოვამზადოთ კრემი: 0.5 ჭიქა ფქვილს შევურიოთ 1 ჭიქა შაქარი, 1/4 ჩ/კ მარილი, ვანილი, დავასხათ მდუღარე წყალი და ისე რომ მორევა არ შევაჩეროთ, მივიყვანოთ ადუღებამდე, დავტოვოთ ცეცხლზე 3-4 წუთი. კრემის ფაფა კარგად რომ გაცივდება, შევურიოთ 400 გრ ამოყვანილი კარაქი, 1 ქილა შესქელებული რძე, 4 ს/კ არაჟანი, ვანილი და კრემიც მზად არის.

5. მორთვა: თითოელ ფირფიტას წავუსვათ კრემი. ნამცხვარი კარგად დავფაროთ კრემით გარედანაც, მოვაყარით ქოქოსის ფანტელი და შევდგათ მაცივარში 2-3 საათი.