ძალიან გემრიელი ხბოს ჩაშუშული
ძალიან გემრიელი ხბოს ჩაშუშული
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხბოს ხორცი - 1 კგ
  • სოკო - 300 გრ
  • ხახვი - 500 გრ
  • წითელი ღვინო - 300 მლ
  • ნიორი - 3-4 კბილი
  • მარილი და წიწაკა
  • ქინძი და ოხრახუში
მომზადების წესები
ხორცი უნდა იყოს ნაკლებ-ცხიმიანი, უძვლო. გარეცხეთ და დაჭერით საშუალო სიდიდის ნაჭრებად (3 სმ კუბებად).
ხახვი დაჭერით ალყა-ალყა.
სოკო დაჭერით პატარა ნაჭრებად.
გაახურეთ ტაფა და დაყარეთ ხორცი, დაახურეთ თავზე და დატოვეთ ჩასათუშად.
როცა თავის წვენს კარგად შეიყენებს (დაახლოებით 10 წუთში) ეს წვენი გადაუწურეთ რაიმე ჯამში (არ გადაღვაროთ);
დაამატეთ კარაქი ან ზეთი მოსაბრაწად, ასე უფრო გემრიელი ხორცი გამოვა;
დააყარეთ დაჭრილი ხახვიც მაშინვე და ისევ დაახურეთ თასახური, ითუშოს, სანამ ხახვი სანახევროდ არ ჩარბილდება;
შემდეგ ჩაამატეთ სოკოც, მოურიეთ და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე მოსათუშად.
10 წუთში ჩაამატეთ გადანახული ბულიონი;
დაახლოებით, იმ დროს, როცა ხორცი თითქმის მზად არის (ხორცი საბოლოოდ უნდა იყვეს ძალიან ჩარბილებული, ტერმინი "პირში დნება" ზუსტად შეეფერება ამ კერძს) – დაამატეთ ღვინოც. ისევ დატოვეთ მოსათუშად.
როცა წვენი ჩასქელდება – შეკმაზეთ მარილით და წიწაკით. წვენი, ბოსტნეულთან ერთად კრემისებური მასის იქნება, თან შეფერილობაც მუქი ფელამუშისფერი გამოვა (ეს შავი ღვინის გამო);
კერძი მზად არის, როცა ხორცი ადვილად იჩილება და სოუსიც შესქელდება.
კერძს სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. კერძი სუფრასთან უნდა მიიტანოთ ცხელი
ტეგები:
ხორცი ღვინო სადილი ნანახია: 21894