წარმოუდგენლად გემრიელი ტორტი "სნიკერსი"
წარმოუდგენლად გემრიელი ტორტი "სნიკერსი"
დრო 120წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
წარმოუდგენლად გემრიელი ტორტის რეცეპტი მარტივად

ინგრედიენტები

  • კვერცხის გული - 10 ცალი
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • თაფლი - 3 სკ
  • კარაქი - 350 გრ
  • სოდა ძმრით - 1+2
  • ფქვილი - 3 ჭიქა
  • ვანილი
ბეზე
  • კვერცხის ცილა - 10 ცალი
  • შაქარი - 3 ჭიქა
  • ვანილი
კრემი
  • მოხარშული შესქელებული რძე - 2 ქილა
  • კარაქი - 500 გრ
  • არაქისი - 100 გრ
  • ვანილი
  • შოკოლადი - 100 გრ
  • კარაქი - 1 სკ
მომზადების წესები
კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქართან ერთად შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი და თაფლი. დაამატეთ სოდა ძმრით, ვანილი ბოლოს კი დააცერით ფქვილი. ყველაფერი კარგად აურიეთ და მიღებული მასა გაყავით სამ ტოლ ნაწილად.
ცომი დადეთ თბილ ადგილას

მოამზადეთ ბეზე:
კვერცხის ცილები ათქვიფეთ თან ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი და ვანილი.

კრემი: კარაქი და მოხარშული შედედებული რძე ათქვიფეთ კარგად, დაამატეთ მოხალული და დაფქული მიწის თხილი და ვანილი.

ცომის თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ ღუმელის თუნუქის ფურცელზე და ზევიდან წაუსვით ბეზეს მესამედი. ასე გააკეთეთ სამივე შემთხვევაში და გამოაცხეთ 1\80 გრადუს ტემპერატურაზე სანამ ცომი შეიფერება.

სამივე ფენას წაუსვით კრემი და ზევიდან მოასხით კარაქთან ერთად გამდნარი შოკოლადი.