1. დაჭერით ვაშლი თხელ ფენებად, მოასხით ზედ ლიმონის წვენი და მოაყარეთ გახეხილი ჯანჯაფილი. 2. ათქვიფეთ კარგად კვერცხი და შაქარი, ჩაამატეთ ცალკე ამოყვანილი კარაქი, შემდეგ ჩაამატეთ რძე. 3. ფქვილში შეურიეთ ვანილი და გამაფხვიერებელი, მიღებული მასა შეურიეთ კვერცხიანს და ჩაამატეთ მომზადებული ვაშლი და წვრილად დაფხვნილი მოხალული თხილი ან ნიგოზი. 3. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ცოტა ფქვილი, წვრილად დაფხვნილი თხილი, შაქარი და ცოტა დარიჩინი. მოათავსეთ ამ ფორმაში მომზადებული ცომი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 50 წუთი