გემრიელად შესუნელებული ქათმის ფილე
გემრიელად შესუნელებული ქათმის ფილე
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 1 კგ
  • ნიორი - 5-6 კბილი
  • ზეთი - 4 სკ
  • ძმარი - 2 სკ
  • დაფქული წითელი წიწაკა' - 1/4 ჩკ
  • მარილი - 1 ჩკ
  • ბაზილიკი ან შაშკვლავი - 5-6 ფოთოლი
მომზადების წესები
1. თხლად დაჭერით ნიორი, თუ გაქვთ ბაზილიკის ან შაშკვლავის ფოთლებიც, მოასხით ზეთი, ძმარი, ჩააყარეთ მარილი, მსხვილად დაფქვილი წითელი წიწაკა. ამ მარინადში კარგად ამოსვარეთ ქათმის ფილე, ჩააწყვეთ მჭიდროთავიან ჭურჭელში და შედგით მაცივარში 3 საათი.

2. დრო რომ გავა, გამოიღეთ ფილე მაცივრიდან, გაასუვთავეთ მარინადიდან და შეწვით ცხელ, ზეთიან ტაფაზე, ორივე მხრიდან. სანამ შეწვას დაასრულებთ, მოასხით მარინადი, დააფარეთ თავი და გამორთეთ 2-3 წუთში.

გემრიელად მიირთვით!
ტეგები:
ქათამი ხორცი ნიორი ფილე ნანახია: 5961